„ცხოველები იხოცება. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ყირიმში ახალი ეკოლოგიური კატასტროფის პროვოცირებას ცდილობს“, _აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის მახლობლად ცხოველები იხოცება, რადგან არხში, რომელიც ზღვას უკავშირდება ქიმიკატები ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნარჩენების შემნახავ ობიექტის სიახლოვეს ქვიშის მოსაპოვებელი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი მასა ჩაედინება არხში, რომელიც ზღვას უერთდება.
ექსპერტების თქმით, მსგავსი დაბინძურება ადამიანებში სხვადასხვა სახის სერიოზულ დაავადებებს იწვევს, მათ შორის, ალერგიას, თვალის და კანის დაავადებებს.