UNICEF 82 ქვეყნის მონაცემების შესწვლის შედეგად ამბობს, რომ ბავშვთა ქორწინების 765 მილიონი შემთხვევაა მომხდარი.
კვლევის მიხედვით, 115 მილიონი ბიჭი მსოფლიოში ბავშვობის ასაკში დაქორწინდა, მათგან 23 მილიონი 15 წლისაც კი არ იყო.
“ქორწინება ბავშვობას იპარავს. ბავშვები იძულებულები ხდებიან აიღონ ზრდასრული ადამიანების მოვალეობები, რისთვისაც ისინი შეიძლება მზად არ იყვნენ”,_ამბობს აღმასრულებელი დირექტორი.
მიუხედავად ახალი ინფორმაციისა, გოგონები რჩებიან არაპროპორციულად ბიჭებთან შედარებით.
გავრცელებული ინფორმაციით, 20-იდან 24 წლამდე ასაკის გოგონებში 5-ში 1 იქამდე დაქორწინდა, ვიდრე 18 წელი შეუსრულდებოდა,ხოლო ბიჭებში მსგავსი 30-ში 1 შემთხვევაა.
UNICEF -ის ინფორმაციით, ბავშვები ნაადრევ ასაკში დაქორწინების რისკის ქვეშ უმეტესად ღარიბ ოჯახებში დგანან, ცხოვრობენ სოფლებში და არ აქვთ განათლება.