ბავშვების მიმართ დარღვევები შოკისმომგვრელად გრძელდება.
მკვლელობა. დასახიჩრება. გატაცება. სექსუალური ძალადობა. შეიარაღებულ ჯგუფებში ჩართვა_ ეს ის ჩამონათვალია, რისი მსხვერპლიც ბავშვები ხდებიან.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ახალ ათწლეულში შესვლისას, ბავშვები უკან ტოვებენ ბავშვობას, ოცნებებს, ცხოვრებასაც კი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 170 ათასი ფაქტი დაფიქსირდა.
„კონფლიქტი მთელ მსოფლიოში გრძელდება, რაც უფრო მეტ სისხლს და უფრო მეტ ახალგაზრდას სიცოცხლეს ითხოვს“_ აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტების შესწავლა ხდება, ძალადობის მაჩვენებელი ბავშვების მიმართ მაინც მაღალია.