უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები სტუდენტებთან დასალაპარაკებლად მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაიკავეს, სადაც ახლა გამოცდების ცენტრია განთავსებული.
ისინი საგამოცდო პერიოდს შემდეგი მოთხოვნებით აჩერებენ:
1. გათავისუფლდნენ სტუდენტები და სხვა დაკავებულები!
2. აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის!
3. გაიზარდოს სტიპენდია საარსებო ხელფასამდე!
4. მოხდეს განათლების დაფინანსების გაზრდა და მაღალი ყოველწლიური გადასახადების გაუქმება სტუდენტებისთვის!