თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ამავე უმაღლესი სასწავლების სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.