აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში 30 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, სუიციდის შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიიყენა.
“უპატიოსნესი ახალგაზრდა იყო, გაოგნებული ვართ. ტაქსაობდა და ამით არჩენდა ოჯახს”, _ ამბობენ გურია ნიუსთან”ადგილობრივები.
[sexy_author_bio]