ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებისთვის გამოცხადდა უფასო ბიზნეს ტრენინგები.
ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტების წარმოებით, ასევე ეკო-ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ინტენსიური, უფასო სასწავლო კურსი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ან/და განვითარების მიზნით. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და ბიზნეს-უნარების გაძლიერებას. სწავლება მოიცავს პრაქტიკულ დავალებებსა და ბიზნეს სიმულაციებს. სასწავლო კურსი ფარავს შემდეგ საკითხებს: _ მეწარმეობა – იდეიდან განხორციელებამდე _ ფინანსური წიგნიერება – (ბიუჯეტირება, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, რისკების მართვა) _ საგადასახადო და იურიდიული საკითხები _ მარკეტინგი, ბრენდინგი და ელ-კომერცია _ ბიზნეს გეგმის შედგენა _ პრაქტიკული ბიზნეს დავალებები და ბიზნეს სიმულაცია ტრენინგების გავლა შეუძლია ყველას: _ ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს ტყის მერქნული/არამერქნული პროდუქტების მოპოვება-წარმოებასთან ან/და ეკო-ტურიზმთან დაკავშირებული საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა. _ ვინც უკვე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მერქნული/არამერქნული პროდუქტების მოპოვება-წარმოების ან/და ეკო-ტურიზმის მიმართულებით, თუმცა თვლის, რომ ესაჭიროება სამეწარმეო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება. _ ვისაც აქვს სამეწარმეო გამოცდილება სხვა სფეროში, თუმცა სურს საქმიანობის დაკავშირება აღნიშნულ სფეროებთან. ტრენინგში მონაწილეობისათვის აუცილებელია განაცხადის ფორმის შევსება, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონული და ბეჭდური სახით. ელექტრონული განაცხადის ფორმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/jzqUobDNfEGVeMFx6 ბეჭდური განაცხადის ფორმის შესავსებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ოზურგეთის, ჩოხატაურისა ან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიის შენობებს. ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია! დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ.: +995 32 2228018 ან მოგვწერეთ Facebook გვერდზე: SparkassenstiftungGE სასწავლო კურსი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – “ECO.Georgia”-ს ფარგლებში. პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved