”როცა ბიძინამ დაგა”ფ”ი”ც”ებინა – ოღონდ ევროკავშირის დაფინანსებით რომ გალამაზდა ქუჩები არ ახსენო და რაც გინდა ის თქვიო – ხოდა, 31 კილომეტრის მოშორებით, ზღვაზე მოსეირნე “ზოროსაც”, ” შენი სტრიტ არტის” სანახავად მოსეირნეობას აბრალებ.
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze, უფრო ხშირად იარეთ ოზურგეთში, არ არის კვირაში 2 დღე ჩამოსეირნება საკმარისი და იქნებ გურულ იუმორში მაინც გამოგივიდეთ რამე”, – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი ავთანდილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ პოსტს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მერმა დაწერა, რომ ოზურგეთში ზორო გამოჩნდა.
”ოზურგეთში ზორო გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრიტ არტის სანახავად არის ჩამოსული” – დაწერა თალაკვაძემ.