უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე ამ კვირაში უკვე მეორედ გახორციელდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს თავდასხმა და გაანეიტრალეს 4 დრონი, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ.
როგორც მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, ორი დრონი ჩამოაგდეს ქალაქ ბალაშიხას თავზე, მოსკოვის აღმოსავლეთით, ხოლო კიდევ ერთი სამხრეთით, იუჟნაია ბიცას მიკრორაიონში.
“ბალაშიხაში თვითმფრინავის ნამსხვრევები სამშენებლო მოედანზე დაეცა, ხოლო იუჟნაია ბიცაში მშენებარე მრავალსართულიან შენობაზე, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის”,_ დაწერა მან Telegram-ზე.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ აფეთქების ხმა გაიგო და ნამსხვრევები შენობების სახურავებს დაეცა.