ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ელექტეოგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა შეკვეთილის ნაწილს და ურეკს.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, შედეგად ამ დროისთვის აბონენტების დიდ უმრავლესობას მიეწოდება ელექტროენერგია.
კომპანიის ტექნიკური სამსახური კვლავ განაგრძობს მუშაობას უამინდობის გამო დაზიანებების სრულად აღმოსაფხვრელად.