დღეს, შუადღისას, ურეკში 20 წლის ბიჭი დინებამ გაიტაცა. მასთან ერთად მისი ბიძაშვილიც იმყოფებოდა.
მაშველმა ერთი მათგანის გადარჩენა შეძლო, მეორის შველა კი ვერ მოხერხდა. მას ამ დრომდე ეძებენ.
„გურია ნიუსის“ წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა.































































