გუშინ, საღამოს, ურეკში 47 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
_მარტოობაში გაზრდილი იყო, ავთო ბერიძე. საოცარი პიროვნება. ყველას მიმხმარე და მეგობარი. სულ ამბობდა, მე ობლობაში გავიზარდე და მეცოდება ყველა ობოლი და მიუსაფარი ბავშვი. მინდა, ყველას მოვეფერო და პატივი ვცეო. ამის შემდეგ ადგებოდა, იყიდდა შოკოლადებს, სათამაშოებს და მირბოდა ბავშვთა თავშესაფარში… მთელი ურეკი ენდობოდა, მთელი ურეკი დასტირის… არ ვიცით, რა მოხდა, რისთვის გაიმეტა საკუთარი თავი. ყველას უკვირს… _ თქვეს „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის ახლო მეგობრებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.