11 სექტემბერს , ურეკში პირველად ჩატარდა აგრო-ტურისტული ფესტივალი, რომლის ორგანიზება ასოციაცია „ჩაის გზამ“ გასწია.
გურული მეწარმეების წარმოდგენილ პროდუქციას შორის, განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი იყო გურულ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მათ შორის უხვად იყო სამკაულები, სხვადასხვა აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები…
_ჩვენ აქ გვიდევს „სიკეთის ყუთი“. თანხას, რომელსაც ჩვენი ნამუშევრების გაყიდვით ავიღებთ, აქ ვათავსებთ. ნახევარს გადავცემთ მეგობრებს, ვისაც უჭირს. ნახევარს კი კვლავ საჭირო მასალის შეძენას მოვახმართ, _ გვითხრეს ოზურგეთელმა მოსწავლეებმა ნინი და ლიკა მამეშვილებმა.
ასეთივე აზრი გამოთქვეს ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომელთაც აქ წარმოდგენილი ჰქონდათ სასოფლო სამეურნეო შრომისთვის აუცილებელი ნივთები.
_ამერიკის საელჩოს პროექტი:„ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისთვის“, ხელს უწყობს მოსწავლეთა პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარებას, _ თქვა ისტორიის მასწავლებელა ირმა გორდელაძემ.
აქ წარმოდგენილი იყო ასევე ჩოხატაურიდან,ამაღლების და იანეულის საკარო სკოლების მოსწავლეების კუთხეები. გურულმა მეწარმეებმა კესო მახარაძემ, დავით თენიეშვილმა, ია ურუშაძემ, მზია შარაშიძემ და სხვებმა წარმოადგინეს საკუთარი პროდუქცია.
_მომხმარებელს შევთავაზე „ბრინჯულას“, რამდენიმე ვარიაცია, რაც ძალიან მოსწონთ და მიხარია, – აღნიშნა კესო მახარაძემ.
__ასოციაცია „ჩაის გზა“ სამომავლოდ გეგმავს უამრავ ღონისძიებას. ყველა კარგ ამბავთან ერთად, ეს პოპულარულს გახდის გურული, ქართული პროდუქციის ცნობადობას და გაზრდის მეწარმეების შემოსავლებს! ეს არის მშვენიერი გზა ეკონომიკური სიძლიერისთვის _ გვითხრა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ღონისძიების ორგანიზატორმა ალეკო მამეშვილმა.
ავტორი