ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში, ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა.
„სახურავში დაგროვილმა კვალმა როცა გარეთ გამოჟონა, მობინადრეებიც გარეთ გამოცვივდნენ. აშკარა იყო, ცეცხლი ელექტროსადენებს მოედო,“ _ გვეუბნებიან ურეკიდან. წყარო.
_ როცა კვამლში გახვეული სახურავი დავინახეთ და ცეცხლის ალი სადენს მიჰყვებოდა, ხალხიც გარეთ იყო გამოსული, უცებ ენერგოსამსახურში დავრეკეთ. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა გია ნაკაიძემ გვიპასუხა, რომ სოფელ შრომიდან დაუყოვნებლივ გამოგზავნიდა იქ მყოფ ბრიგადას. 5 წუთში მოვიდნენ და სასწრაფოდ ჩახსნეს ხაზები, ცეცხლიც ადგილობრივი ძალებით ჩავაქრეთ. სახანძრო სამსახურის გამოძახება აღარ დაგვჭირდა. ნამდვილად დაწვას გადავურჩით ამ ოპერატიული მოქმედებით და ამ სიცივეში უსახლკაროდ არ დავრჩით,_ გვითხრეს ურეკის მცხოვრებლებმა: მიხეილ კიკვაძემ, ელენა ეგოროვამ, ლალი თავართქილაძემ და შორენა როსტიაშვილმა.