დღეს, დილით, „გურია ნიუსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თაობაზე, სადაც საუბარი იყო გაუცლელ სანაგვე ურნებსა და ირგვლივ მიმოფანტულ ნარჩენებზე, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი თემურ ქინქლაძე გამოგვეხმაურა.
აქვე უნდა ითქვას, რომ საჯარო მოხელეებისგან ამგვარი გამოხმაურება იშვიათია.
_ ვიყავით ადგილზე და უკვე ყველა სანაგვე ურნა გაცლილია. ასევე გასუფთავებულია მიმდებარე ტერიტორია. არაერთგან ჯერ კიდევ არსებული თოვლის გამო, დასუფთავების დიდ ავტომანქანებს უჭირთ მობრუნება. მადლობას გიხდით ამ შეტყობინებისთვის, _ გვითხრა მან.
ჩვენ ადგილზე გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, ურნები მართლაც დაცლილია, მიმდებარე ტერიტორიიდან კი ახალ ფოტოკადრებსაც გთავაზობთ.