დედოფლისწყაროში მწყემსებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.
43 წლის მამაკაცს საკუთარმა თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში მიაყენა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში მოათავსა.
დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობა, თუმცა, მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.
იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.