გუშინ გამოცემამ „TED“ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. მისი ჟურნალისტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, კომპანიების „SpaceX“ და „Tesla“-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს ესაუბრა. აღმოჩნდა რომ ბატონი ილონი უსახლკაროა და ღამეს სხვადასხვა მეგობრის სახლებში ათევს.
„ამ ეტაპზე სახლიც კი არ მაქვს, მეგობრებთან ვრჩები. თუ სან ფრანცისკოს ყურის მახლობლად მივემგზავრები, სადაც „Tesla“-ს ელექტრომობილების ქარხანა მდებარეობს, სწორედ მათ თავისუფალ ოთახებში ვიძინებ”, – განაცხადა ილონ მასკმა.
მილიარდერმა ისიც აღნიშნა, რომ იახტას არ ფლობს და თანხას არც შვებულებებში ხარჯავს, ამიტომ დიდძალ ქონებას სულაც არ მოიხმარს. მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი თვითმფრინავია, თუმცა ის საქმისთვის სჭირდება.
ბიზნესმენის ქონება ამჟამად 255 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის მიუხედავად, მისი ღარიბული ცხოვრების შესახებ მოსაზრება ადრეც არაერთხელ გაჟღერებულა.