NBC NEWS-ის ინფორმაციით, კლივლენდის კლინიკის მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი შაქრის შემცვლელ ქსილიტოლსა და გულის შეტევის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილის რისკს შორის.
კვლევის მიხედვით, ქსილიტოლი, რომელიც გამოიყენება უშაქრო პროდუქტებში, იწვევს თრომბოციტების გააქტიურებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება, რაც გულის შეტევისა და ინსულტის მთავარი მიზეზია.
ინფორმაციისთვის, ქსილიტოლი არის შაქრის სპირტი, რომელიც მცირე რაოდენობით გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში და მას ასევე გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმი. როგორც დანამატი, გარეგნულად და გემოთი ჰგავს შაქარს, მაგრამ აქვს 40%-ით ნაკლები კალორია. მას ხშირად იყენებენ უშაქრო საღეჭ რეზინაში, კანფეტებში, კბილის პასტასა და ცომეულში. ის ასევე შეიძლება მოიძებნოს პროდუქტებში, რომლებსაც ეტიკეტი აქვს “კეტო-მეგობრული”.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური დამატკბობლების მიღების შეზღუდვა, როგორიცაა ქსილიტოლი, შეიძლება იყოს გონივრული არჩევანი გულის ჯანმრთელობისთვის, ისინი რეკომენდაციას უწევენ ბუნებრივ დამატკბობლებს, როგორიცაა შაქარი, თაფლი ან ხილი.