მამაც ტურისტებსა და მწვავე შეგრძნებების სხვა მოყვარულებს ესპანეთის ქალაქ სანლუკარ-დე-გვადიანიდან პორტუგალიის ქალაქ ალკოტინში გადასასვლელად შეუძლიათ 720 მ სიგრძის სპეციალური ფოლადის გვარლი გამოიყენონ, თუმცა, უკან დაბრუნება სხვა გზით მოუწევთ, რადგან საბაგირო ერთი მიმართულებით მუშაობს.
უშიშარ მგზავრს სასაზღვრო მდინარეზე ინდივიდუალური საბაგიროთი გადასვლა 15 ევრო დაუჯდება.
ესპანურ მხარეზე გვარლის დაშორება მიწიდან 25 მ-ია, დახრის კუთხე – 12 გრადუსი, გადაადგილების სისწრაფე კი 80 კმ/სთ.
საბაგირო საათში საშუალოდ 20 ადამიანს ატარებს და ბევრი მუშტარიც ჰყავს.