https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უსიმინდო გურია _ რამდენ ტაროს დაითვლიან 2025 წლის შემოდგომაზე გურულები?

11:11; 29.08.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” სისტემატურად აშუქებს გურიის სოფლის მეურნეობაში არსებულ მწვავე პრობლემებს. ეს თითქმის ყველა მიმართულებას ეხება, რაც ამ დარგში არსებობს. თუმცა ამჯერად მხოლოდ სიმინდის კულტურაზე ვისაუბრებთ, რომელიც ,კარგა ხანია, გურიის სახნავ–სათეს ფართობებში არ ჩანს და სამწუხაროდ, იქაურობას, უმეტესად, ეკალ–ბარდი ედება.

ახლა, 2025 წლის ზაფხულის მიწურულს, როცა ის პერიოდია, საყანე ფართობების ღონიერტაროიანი ყანები რომ უნდა ტორტმანებდეს, ბაზარში ჭყინტი ტარო საძებარი გახდა.

_ საიდან მოიტანეს ამდენი დაკოტავებული ტაროები? ავსებულია დახლები ვითომ ჭყინტი სიმინდის ტაროებით. ეს ჰიბრიდია, გაარჩევ და შიგ თაგვისხელა ნაყოფია. ესაა სიმინდი? შვილიშვილს ჭყინტი სიმინდი ვერ ვუყიდე. არ მეგონა, გურიაში თუ ასე წახდა საქმე და არც ყანა აბადიათ უკვე და არც ჭყინტი სიმინდი, აქედან გამომდინარე…

კი არ ვბრაზდები, გული მწყდება. ხალხიც მიეჩვია ეტყობა საიდანღაც შემოტანილი სიმინდის უფრო იაფად ყიდვას და ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი. ისე როგორ გაუჭირდათ, რომ სახალისოდ მაინც ვერ თესავენ საკუთარ მიწაზე სიმინდს? საკუთრებაში ხომ ყველას აქვს საყანე ფართობი? _ გვეუბნება თბილისელი სტუმარი, წარსულში გურიის მკვიდრი მზეონა ლომჯარია, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, სტუმრადაა ჩამოსული და ბაზარში შვილიშვილისთვის “ერთი კარგი ტარო” ვერ იყიდა.

ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რომ ამ პრობლემას არაფერი შველის. სახნავ-სათესი სავარგულები აღარ მუშავდება, პროცესი დაღმა დაეშვა. მიზეზი ამისა კი ბევრი რამაა _ მუშახელის სრული ნაკლებობა, უფულობა, ტექნოლოგიური ჩამორჩენა _ არაა ტრაქტორები, ძვირია სათესლე მასალა და ასე შემდეგ.

_ ბაზარში როცა გინდათ, შემოდით, სიმინდი სულ არის. თუმცა, უმეტესად, იმპორტული. კი იცით, სურსათის ფასი დღეისთვის სტაბილურია, სიმინდის ფასიც სტაბილურად ჩანს. ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილი, დიდი ხანია, სამი ლარი ღირს. თუმცა, ძვირია თუ არა ეს? რა თქმა, მაინც ძვირია, რადგან როგორც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან ვიგებთ, სიმინდის ფასი მთელ მსოფლიოში შედარებით ყველგან იაფია. ალბათ, ხალხსაც არ სურს თავის შეწუხება, თორემ შენს დათესილ ყანას რა სჯობს, _ გვეუბნება ოზურგეთის ბაზრის (“სოფლის ნობათი”) დირექტორი სოსო სიხარულიძე.

_ დათესვა რომ გინდოდეს, მე მინდა, მაგალითად, არანაირი საშუალება არ არის. რამდენჯერ ვთქვათ? ღობე არაა, ტრაქტორი არაა, მუშახელი არაა, სათესლე მასალა არაა, ფული არაა… რანაირად უნდა ქნა? ამიტომ ვერ თესავს ხალხი და ავია თუ კარგი, ამჯობინებს იმ შემოტანილი სიმინდის ყიდვას. მეც დიდი სიამოვნებით დავთესავ, თუმცა, არაა საშუალება. თვითღირებულება და საბაზრო ფასი რომ გათანაბრდება ან პირველი გადაუსწრებს მეორეს, რანაირად უნდა დავთესოთ? _ გვეუბნება მშრომელი ოჯახის წარმომადგენელი, მეურნე დიმიტრი ხურციძე.

ის სინანულით ამბობს, რომ ენატრება ის დრო, როცა საყანე ფართობში სიმინდის შრიალი ისმოდა და დილაადრიან შეუდგებოდნენ თოხნას.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, სოფლის მეურნეობის მოშლამ ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა მოსახლეობაზე. იმავე 90-იან წლებში, ხალხი შეეცადა, საკუთრებაში მიზომილ ფართობებში სიმინდი დაეთესათ და კარგა ხანს ეს პროცესი მართლაც შეუქცევადი იყო. შეღობეს საყანეები, თესავდნენ და იწევდნენ საკმაოდ დიდ და ხარისხიან მოსავალს.

_ დავიჯერო, ახლა უფრო უჭირს ხალხს ყანის დათესვა? აბა, მაშინ, დაბნელებულ წლებში როგორ ვღობავდით და ვთესავდით? აღარ სურთ იმიტომ, რომ ძველი ხალხი წავიდა, ვისაც მიწა და შრომა უყვარდა. ახლა სხვა სიტუაციაა _ მუშახელი უცხოეთში გაედინება. ვისაც შრომა შეუძლია, ის კარგ ანაზღაურებად სამსახურს ეძებს. ყანის თოხნაში რომ სარგებელი ვერ დაინახა, იყიდა ის შედარებით იაფად შემოტანილი სიმინდი. ახლა ხომ პროდუქტის უთვალავი სახეობაა ბაზარზე, ფასებიც სტაბილურია. 90-იან წლებში კი მეტი არაფერი იყო… თუმცა შენს მოწეულ სიმინდს რომ არაფერი სჯობს, კი ვხედავთ. უკვე ყველა იძახის, რომ საჭმელ–სასმელი არ აკლიათ, მაგრამ ჭყინტი სიმინდი და ადგილობრივი სიმინდის ფქვილით გამომცხვარ მჭადი ენატრებათ. მეც ძალიან მინდა, ყანა დავთესო, თუმცა, უკვე ვეღარ შევძელით მე და ჩემმა მეუღლემ. შარშანდლამდე ვიჭირვებდით. გულს უხაროდა, ორი ტონა სიმინდი შემოგქონდა შინ და ჩვენს საჭიროებას ჰყოფნიდა. ახლა კი ვართ ჩვენებური სიმინდის მონატრული, _ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, ეთერ ლომჯარია და დასძენს, რომ ამინდიც იმდენად ჭირვეული გახდა, ყველა პრობლემას ესეც დაემატაო.

როგორც ცნობილია, სიმინდის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელსაც თურქეთი და უკრაინა მოსდევს. საქართველოში ხშირად შემოჰქონდათ სიმინდი უკრაინიდან. ახლა, როგორც ამბობენ, ომის გამო ეს პროცესი შეჩერდა.

_ ერთ ჰექტარ ფართობზე, კარგ პირობებში 7-8 ტონა სიმინდის მოყვანა შეიძლება. გურია ხომ მცირემიწიანი რეგიონია, მაგრამ საყანე ფართობი ყველას აქვს. რაოდენი მაღალიც უნდა იყოს ხარჯი, სასოფლო–სამეურნეო საქმით ვინც არის დაკავებული, ყანა აუცილებელია. ამ ყველაფერს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, თავის მობმა სჭირდება. “კორმა–საკვებით” და გენმოდიფიცირებული სიმინდით ნაკვები არც ფრინველის ხორცია ძველებურად გემრიელი და არც ღორის.

ფაროსანა რომ გამოჩნდა, მახსოვს, როგორ დააზიანა ფართობები _ ერთიანად მოსპო, სიმინდის ტარო აღარ ვარგოდა. მერე, როცა შეწამვლა დაიწყო სახელმწიფომ, ფაროსანამ საგრძნობლად იკლო და სიმინდს ეშველა, თუმცა, უკვე არავინ თესავს. ახლა კი ჭყინტ სიმინდს ყველა ეძებს. არ ვიცი, ამ პრობლემას რა ეშველება, , მსურს კი ისეთ აბიბინებულ სიმინდის ყანებს ვხედავდე, როგორც ეს წარსულში მინახავს, _ გვეუბნება პროფესიით აგრონომი, პროფესიულ მუშაობაში გამოცდილი მეურნე ელდარ თავაძე.

_ ახლა ხშირად ამბობენ, რომ გურიაში გავრცელებული იყო ღომის კულტურა და რა მოხდება, რომ დავთესოთო? ასეთ აზრებზე მეცინება. სიმინდი ვერ დაგითესავს და ღომს თესავ? ან რანაირად ჩაანაცვლებს ერთი მეორეს? სახალისოდ, რაც გინდა, დათესე ბოსტანში, მაგრამ ეს არაა სერიოზული მიდგომა.

გურია, ისევე როგორც მთელი საქართველო, მიწათმოქმედებით არსებობდა და მარცვლეული კულტურებიდან ბრინჯი მოჰყავდათ, შემდეგ ეს სიმინდს ჩაუნაცვლებია. მოგვიანებით საყანე ფართობებშიც თხილი დარგეს და ცოტა დაიტოვეს სიმინდის დასათესად. ახლა ეკალ–ბარდია გადავლილი და რა გითხრათ…

ოზურგეთიდან სამტრედიის მიმართულებით რომ მიდიხარ, ჩოხატაურში შესვლამდე, გადახედეთ, როგორ მიტოვებული და გავერანებულია საყანე ფართობები. გულსაკლავია ეს ყველაფერი. გლეხი ამ პრობლემას მარტო ვერ შეეჭიდება _ სახელმწიფოს საქმეა ეს. არ უნდა იმის ძახილი, რომ ღირებულებაზე მეტია თვითღირებულება. არაა მთლად მასე ერთ ჰა ფართობზე, თუ მიხედავ, როგორც საჭიროა, ათ ტონა სიმინდს მოიწევ. თუ არადა, ხუთასი კილოგრამიც არ დაგრჩება. ნებისმიერი საქმე ასეა და დანარჩენი სახელმწიფომ უნდა იფიქროს, როგორ უშველოს პრობლემას, _ ამბობს ოზურგეთის, სოფელ წითელმთის მკვიდრი ლილი დოლიძე.

იუმორით საუბრობს არსებულ მდგომარეობაზე ოზურგეთელი მეურნე ვანო ჩავლეშვილი:

_ ახლახან ოზურგეთის ბაზარში რამდენიმე ახალგაზრდა დარბოდა. იძახდნენ, ნამდვილი სიმინდის ტარო გვინდა, ფესტივალზე უნდა წარვადგინოთო. გამეცინა, ამასაც მოვესწარი ამდენის მნახველი კაცი, ბაზარში სიმინდის ტარო აღარაა და რომელიც დევს, იმაზე ყველა იძახის, ჰიბრიდია და არ გვინდაო. დალოცვილო, ჰიბრიდი თუ არ გინდა, იმის სამყოფი მიწა მაინც აქვს ყველას, ორას კვადრატულ მეტრ ფართობზე დათესონ და ხილივით სანატრელად არ გქონდეთ?! საინტერესოა, ამ შემოდგომაზე რამდენ ტაროს დაითვლიან გურულები… როგორც ცნობილია, სოფლებში ორი–სამი ოჯახი თუ თესავს საყანე ფართობს ან ათიოდე. უმეტესად აღარ ითესება. ესაა საქმე? გამაგებინეთ, თუ ვერ თესავენ, ეს ჰიბრიდი ვიღამ მოიყვანა? არ უნდოდა დათესვა, შრომა არ სჭირდებოდა? ხომ იძახიან შეუღობავია ყანა და ტრაქტორი არსადააო. ვისაც უნდა, იმდენის მოყვანას მაინც შეძლებს, მერე ქუჩაში არ იყვიროს, რატომ არ არის ჭყინტი სიმინდი. ისე კი, ეს პრობლემა სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაიჭრას და ბოლო სამი წელია, სულ ცოტა, პრობლემა საგანგაშო ხდება. თუ საჭირო არაა სიმინდი, მაშინ იმ ჩინურ თუ თურქულ სიმინდს რატომ ვყიდულობთ? ნება უნდა იყოს ზემოდან, რომ ხალხმა, ვინც სოფელს შემორჩა, მიწათმოქმედება არ მიატოვოს. დაეხმარონ მათ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომ საყანე მიწები არ გავერანდეს. მახსოვს, პრივატიზაციის დროს, ადამიანები , ლამის, ერთმანეთს ხოცავდნენ, სად და რამდენი მიწის ფართობი მიეზომათ. დალოცვილო, ახლა რატომ გაატყიურეთ ან ატყიურებთ? მოიკრიბეთ ძალ–ღონე და მიხედეთ მიწას, რომელიც ოქროზე უმჯობესია, _ გვეუბნება ვანო ჩავლეშვილი.

საქართველოში სიმინდის მოსავლის კლება 2020 წლის შემდეგ აშკარად შეინიშნება. მანამდე კი, საქსტატის მონაცემებით, ის 263.000 ტონას შეადგენდა.

ცნობილია ის ფაქტი, რომ ქართული სიმინდი, უფრო სწორად, არაერთი გამოყვანილი ჯიში არსებობს, რომელიც შეუცვლელია და მას ქართველი გლეხკაცი საუცხოოდ უვლიდა და მოჰყავდა. გვახსოვს ის პერიოდიც, როცა ჰიბრიდული ჯიშების მოძალება ხდებოდა და დღეს, სამწუხაროდ, აშკარად ჩანს მისით ჩანაცვლება ტრადიციული ჯიშებისა. საქართველოში სიმინდის უმეტესი რაოდენობა (ოცდაათ პროცენტზე მეტი) იმერეთში მოდის. თუმცა, აქაც იკლო.

“გურია ნიუსთან” საუბარში ოზურგეთელები საუბრობენ იმაზეც, რომ კოვიდ ინფექციის პერიოდში შეძლო ხალხმა სიმინდის დათესვა და მოყვანა. ბევრი სოფელში დაბრუნდა და ეს საქმე გააძლიერა. თუმცა, დღეისთვის პროცესი კვლავ თავქვე დაეშვა:

_ ჩვენ მარტო ჩვენი სამყოფი კი არა, იმდენი სიმინდის მოწევა შეგვიძლია, ვიმყოფინოთ და მეზობელ ქვეყნებშიც გავიტანოთ. ვინც არ იცის, მათ საყურადღებოდ ვიტყვით, რომ ქართულ სიმინდზე მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, _ ამბობენ ისინი.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ – მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

15:50; 19 იანვარი, 2026

"რუსეთის ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს"

საქსტატი: საქართველოში შვიდ თვეში ეკონომიკა რვა პროცენტით გაიზარდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19.01.2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19.01.2026
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026
მსოფლიო

რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

20:56; 19.01.2026
მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

20:49; 19.01.2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19.01.2026
პოლიტიკა

დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

19:35; 19.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

18:52; 19.01.2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19.01.2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19.01.2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19.01.2026
საზოგადოება

მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ – მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

15:50; 19.01.2026
პოლიტიკა

გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების შეწყალებას ელოდებიან

15:22; 19.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო