თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი, – ამის შესახებ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ლეგალურად თუ არალეგალურად ვერ იქნებოდა რომელიმე ტეროტრისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე.
“საქართველოში მოსაწავლეები მყავდა და ყოველთვის ჩვენი პროექტები, ჩვენი მოღვაწეობა ფასდებოდა დადებითად. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მოხელეებთანაც, განათლების სამინისტროსთანაც ჩემი საქმიანობა დადებით ფასდებოდა.ლეგალურად თუ არალეგალურად მე ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. მე მოვაწყობ ბრიფინგს და დეტალურ ინფორმაციას იქ მოგაწვდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”, – განაცხადა ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მადლობა გადაუხადა უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას, ევროკავშირისა და მედიის წარმომადგენლებს.
როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა თუბა ჩაბუქმა მედიას მადლობა გადაუხადა.
“მიჭირს ჩემი გრძნობების გამოხატვა ახლა მნიშვნელოვანი შვილებს შევხვდეთ, ბავშვებმა ამის შესახებ არ იციან. მადლობა მედიას”, – აღნიშნა თუბა ჩაბუქმა.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.
1TV.GE