რუსთაველის თეატრი გემით მიდიოდა გასტროლებზე საბერძნეთში. ბათუმიდან ჩავიდნენ ოდესაში და საბერძნეთში გასვლის წინა დღეს, ყველანი საზღვარგარეთ გასაყიდი საქონლის საყიდლებზე აპირებდნენ წასვლას. ამ დროს გია უკვე ბრუნდებოდა ქალაქიდან, დიდი მძიმე შეკვრით, რომელსაც ძლივს მოათრევდა. გაგიჟდნენ ცნობისმოყვარე მსახიობები. ეტყობა გიამ რაღაც კარგ რამეს მიაგნო და ჩვენ გვიმალავსო. გაჰყვნენ გიას კაიუტაში და ნახეს, რომ მას უთოების დიდი შეკვრა მიჰქონდა.
– რუსეთის უთოებზე საბერძნეთში დიდი მოთხოვნილებაა და ძალიან მომგებიანად გადისო!
გაცვივდნენ მსახიობები და ოდესაში სწრაფად შექმნეს უთოების დეფიციტი. როდესაც გემი გავიდა ოდესიდან, გიამ უთოს ცარიელი ყუთები სხვების დასანახად წყალში მოისროლა და შემდეგ გემის სხვადასხვა კუნჭულში ემალებოდა განრისხებულ მეგობრებს.