გუშინ 12-ე კლასის საატესტატო გამოცდები უცხო ენაში ჩატარდა. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მოსწავლეთა 89%-ზე მეტმა გადალახა.
შეგახსენებთ, რომ დამამთავრებელი კლასის გამოცდები 20 მაისს დაიწყო.
მოსწავლეებმა პირველ გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართული, როგორც მეორე ენასა და გეოგრაფიაში ჩააბარეს. დღეს გამოცდა ისტორიაში ჩატარდება.
საატესტატო გამოცდებს 12-ე კლასელები მათემატიკის გამოცდით დაასრულებენ.