BBC-ის ინფორმაციით, სუდანის არმია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და დიპლომატებმა ქვეყანა უნდა დატოვონ. ამის მიზეზი კი ბრძოლის გაგრძელებაა.
“დიპლომატები და მოქალაქეები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან და ჩინეთიდან უნდა გაემგზავრნონ საჰაერო გზით სუდანიდან, რადგან ბრძოლა გრძელდება.
არმიის მეთაური ფატაჰ ალ-ბურჰანი დათანხმდა ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს მათი ევაკუაცია “მომავალ საათებში”,_ ნათქვამია განცხადებაში.