პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინაში მებრძოლ უცხოურ ლეგიონს ბევრი ქართველი მეომარი ემატება.
“დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ. ძაან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას. ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელევი ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით.
სიკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”,- წერს ალეკო ელისაშვილი ფეისბუკში.