აღმოჩნდა, რომ დელფინებს აქვთ საუკეთესო მეხსიერება ძუძუმწოვრებს შორის – ამ არსებებს შეუძლიათ იცნონ თავისი მეგობრები, რომლებიც 20 წელზე მეტი არ უნახიათ. ეს ცნობა არ ხდება გარეგნული სახით, არამედ ხმით. ასეთი შესაძლებლობები დელფინებს სჭირდებათ თავიანთ ოჯახებთან სოციალური ურთიერთობის დასამყარებლად.
არც ისე ადრე სენტ-ენდრუსკოროს უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დელფინებს აქვთ ინდივიდუალური ხმოვანი სიგნალები, რომელიც ჰგავს ადამიანთა სახელებს. შემდეგ ამის მიხედვით გამოარკვიეს – დელფინების ხმის ჩაწერით, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ დელფინები ყოველთვის იწყებდნენ ფრაზას უნიკალური ხმით, ისინი ამით ეცნობოდნენ სხვა დელფინებს. ამ მაგალითით ნათელი გახდა, რომ დელფინთა ოჯახის წევრები სრულიად თვლიან თავიანთ როგორც გამორჩეულ ინდივიდებს.
გამოირკვა ისიც, რომ დელფინები არა მხოლოდ ხმას იმახსოვრებენ, ასევე ურთიერთობაში ხასიათს. მაგალითად, ორ მამრ დელფინს მოასმენინეს თავიანთი ოჯახის წევრთა ჩაწერილი ხმა, იმ ოჯახის წევრთა სადაც ისინი ადრე ცხოვრობდნენ.
როდესაც უსმენდნენ თავიანთი ძველი ნაცნობების ლაპარაკს, დელფინები გახდნენ უფრო ფრთხილები და ცოტათი შეშინებულები.
ჯერ ჯერობით მკვლევარებს არ შეუძლიათ თქვან, როგორ ხორციელდება გახსენება – სინამდვილეა თუ არა ის, რომ დელფინს ახსენდება ძველი ნაცნობი, როდესაც მას ესმის მისი ხმა.