დიდი ბრიტანეთის 34 წლის მკვიდრმა სამანტა ფრიგომ პიცისა და პასტის დიეტით 32 კილოგრამი დაიკლო.
სამანტამ ერთ-ერთ პაბში მენეჯერად მუშაობა დაიწყო და ვინაიდან მისთვის საჭმელი უფასო იყო, დღეში ორჯერ პიცას და პასტას ჭამდა.
„იმ დროს საერთოდ არ ვჭამდი ხილსა და ბოსტნეულს, რის გამოც 92 კილოგრამს ვიწონიდი. ამის გამო ყოველთვის უხასიათოდ ვიყავი და თავს დაღლილად ვგრძნობდი. მაშინ მიხვხდი, რომ რაღაც უნდა შევცვალო“, – ამბობს სამანტა ფრიგო.
მან აირჩია დიეტა, რომელიც ყოველდღე პიცისა და პასტის ჭამას ითვალისწინებდა, თუმცა კალორიების გარკვეული ლიმიტის დაცვას ითხოვდა. ამასთან ერთად, სამანტა კვირაში ხუთჯერ სპორტდარბაზში ვარჯიშობდა.
„პირველ დღეებში ძალიან მიჭირდა, თუმცა ერთ კვირაში თავი უკეთესად ვიგრძნები. 9 თვეში 32 კილოგრამი დავიკელი და დიეტის შეწყვეტას არ ვაპირებ“, – ამბობს 34 წლის ბრიტანელი.
[sexy_author_bio]