“Kissenger” – მოწყობილობა, რომელიც კოცნას გადასცემს. ეს არის ხელოვნური ტუჩებით აღჭურვილი ბურთის ფორმის რობოტი, რომელიც საშუალებას იძლევა პარტნიორის ტუჩების მოძრაობა გადასცეს ინტერნეტით. ამგვარად, შესაძლებელი ხდება ვირტუალურად კოცნის იმიტაცია.
პალტო – “მეგობარი გოგონა”, განკუთვნილია მარტოხელა მამაკაცებისთვის. რიბოტიზებული მოწყობილობის საშუალებით პალტო იძლევა შეგრძნებას, თითქოს ზურგიდან გოგონა ხელებს ხვევს. უფრო რეალისტური ეფექტისთვის, პალტოს მოყვება ყურსასმენები, რომლებშიც ჩაწერილია მორბენალი გოგონას ნაბიჯის ხმა და ფრაზები: “მაპატიე, რომ დავიგვიანე”, “შემობრუნდი”, ან “გამოიცანი ვინ ვარ”. ასე რომ, როდესაც მარტოხელა მამაკაცს მოუნდება ვინმეს ალერსი და ყურადღება, იგი უბრალოდ დახუჭავს თვალს და წარმოიდგენს, როგორ ეხუტება და ესაუბრება საყვარელი გოგო.
“Hugvie” – ბალიში-ტელეფონი: ეს არის ბალიში, რომელიც შეერთებულია ტელეფონზე და აღჭურვილია გულისცემის გამომხატველი ვიბრაციით. იგი ადამიანს ეხვევა და სატელეფონო საუბარს აძლევს ადამიანურ შეგრძნებას.
“Like-A-Hug”ჟილეტი, რომელიც სპეციალური აღჭურვილობის წყალობით გიქმნით ჩახუტების შეგრძნებას ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს გვერდს ფეისბუქში ვინმე დაალაიქებს.