ერთხელ, ახალი წლის ღამეს შეზარხოშებულმა ამერიკელმა სტუდენტმა გოგონებმა გაიხსენეს უძველესი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ძველი და ახალი წლის გასაყარზე ფანჯრიდან ფეხსაცმელი უნდა გადააგდო და ვინც დაგიბრუნებს, ჰკითხო შენი საბედოს სახელი.
გოგონები ერთიმეორის მიყოლებით ისროდნენ ჩექმებს, ვიდრე ეზოდან გულისგამგმირავი ყვირილი არ გაიგონეს – ერთ-ერთი ჩექმა იმ გამვლელს ერგო, რომელსაც არათუ საბედოს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის საკუთარი სახელის თქმაც კი გაუჭირდა – 15-სანტიმეტრიანი ქუსლი მას პირდაპირ თვალში მოხვდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე ნაკერი დაადეს.
ავტორი