მსოფლიოში მრავალი უცნაური საახალწლო ტრადიცია არსებობს.
იტალიაში ტელევიზორებს ყრიან ფანჯრიდან, ზოგ ქვეყანაში გამვლელებს ასხამენ წყალს.
პუერტო რიკოში ფანჯრიდან წყლით სავსე ჭიქებს ისვრიან. ამ გზით ისინი ბოროტი სულების განდევნას ცდილობენ.
დანიაში გამოუყენებელ ჭურჭელს მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ და 31 დეკემბერს მათ მეგობრებისა და ახლობლების კარებს ესვრიან. დანიაში არსებობს მეორე ტრადიციაც. ისინი ადიან სკამებზე და ზუსტად 12 საათზე ხტებიან. ეს ახალ და წარმატებულ წელში ჩახტომას გამოხატავს.
ეკვადორში ახალ წელს ქაღალდებით სავსე საფრთხობელას აკეთებენ და წვავენ. მასთან ერთად წვავენ გასულ წელს გადაღებულ ფოტოებსაც. ეკვადორელებს სჯერათ, რომ აღნიშნულს თუ გააკეთებენ, მომავალ წელს კარგი ბედი ექნებათ.
ესპანეთის ახალი წლის ტრადიცია ყურძენს უკავშირდება. ესპანეთში სჯერათ, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე თუ მოახერხებენ და პირში 12 მარცვალ ყურძენს ჩაიდებენ, მომავალი წელი წარმატებული ექნებათ.
ბრაზილიაში აქვთ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სურვილის შესაბამისად ახალი წლის ღამეს შესაბამისი ფერის საცვალს იცვამენ. მაგალითად მშვიდობა და იღბალი თუ სურთ თეთრ საცვალს იცვამენ, სიყვარულს თუ ეძებენ – წითელს ან ვარდისფერს, ჯანმრთელობა ლურჯ ფერთან ასოცირდება, სიმდიდრე კი – ყვითელთან.
ფილიპინების ტრადიციები ბარაქასთან არის დაკავშრებული. ახალ წელს ყველაფერს მრგვალს აკეთებენ, რადგან სიმრგვალე მონეტასთან და ფულთან ასოცირდება. მათ სჯერათ, რომ რაც მეტი მრგვალი ნივთი ექნებათ ახალ წელს, მით უფრო ბარაქიანი იქნება შემდეგი წელი.
კოლუმბიაში ახალი წლის პირველ დღეს ყველა ჩემოდანს დაატარებს იმ მიზნით, რომ მომავალ წელს ბევრს იმოგზაურებენ.
ავტორი