ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ქალაქ მიჩიგანში ქალმა უჩივლა ახლობელს, რომელიც მასთან პაემანზე არ მივიდა.
ქალბატონი ქეშონთე შორთი მეგობარ მამაკაცს რიჩარდ ჯორდანს „ემოციური სტრესის განზრახ მიყენებაში“ ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 10 000 დოლარს მოითხოვს.
„მეგონა, ამ სარჩელს წარმოებაში არც კი მიიღებდნენ. ჩვენ მხოლოდ ერთი პაემანი გვქონდა და მეტი არაფერი, ახლა კი ჩემგან 10 000 დოლარის გადახდას ითხოვენ. ვფიქრობ, ეს დროის ფუჭი ხარჯვაა“, – განაცხადა მამაკაცმა საქმის დისტანციური განხილვისას.
თავის მხრივ, ქეშონთე შორთი ჯორდანს „ცრუ ჩვენების მიცემაში“ ადანაშაულებს, რადგან პაემანზე მოსვლას დაჰპირდა და არ მოვიდა, მოსამართლემ კი განუმარტა ქალს, რომ მას იურიდიული ტერმინის მნიშვნელობა არასწორად ესმის.
ავტორი