ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, მასაჩუსეტში დაუჯერებელი შემთხვევა დაფიქსირდა – კაცმა ძილში AirPods ყურსასმენი გადაყლაპა.
38 წლის კაცი საავადმყოფოში ღებინების სიმპტომით მოხვდა. მას ასევე ჰქონდა ჰაერის უკმარისობა, რაც გადაღლილობას დაუკავშირა. თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ AirPods-ის ერთი ყურსასმენი დაკარგა. მოწყობილობის ძებნისას, მას ახლობლები ეხუმრნენ, რომ იქნებ ცალი ყურსასმენი გადაყლაპა.
მალე კაცს სუნთქვა კიდევ უფრო გაუჭირდა და მან კლინიკას მიმართა. ექიმებმა მიიჩნიეს, რომ კაცი მოიწამლა, თუმცა ის ეჭვობდა რომ ყურსასმენი გადაყლაპა, რაც რენტგენის გადაღების შემდეგ დადასტურდა.
კაცის სხეულიდან ყურსასმენის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყურსასმენი მუშაობს, თუმცა მასში ჩამონტაჟებული მიკროფონი დაზიანდა.
ავტორი