საშუალოდ, ქალები დღეში 20 000 სიტყვას ხარჯავენ, ხოლო მამაკაცები მხოლოდ 7 000 -ით შემოიფარგლებიან.
ანტიკური რომის პერიოდში, ქალები პარფიუმერიად, გლადიატორების ოფლს იყენებდნენ.
ინგლისში ქალს საშუალოდ 19 წყვილი ფეხსაცმელი აქვს, მაგრამ აქედან მხოლოდ 7-ს იცმევს. დარჩენილებს დროთა განმავლობაში ახლებით ცვლის, მაგრამ ჩაცმის სტატისტიკა მაინც არ იცვლება.
რუსეთში ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობაზე 9 მილიონით მეტია.
ქალები თავის სიცოცხლის განმავლობაში 1 წელს იმის ფიქრში ატარებენ, თუ რა ჩაიცვან, როდესაც გარეთ გადიან…
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები პირველად 1600 -იან წლებში მამაკაცებს ეცვათ, თუმცა ძალიან მოკლე ხნით. შემდეგში ქალებმა დაიწყეს ასეთი ტიპის ფეხსაცმელის ჩაცმა.
ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სამხედრო სამსახური სავალდებულო ქალებისთვისაც არის განკუთვნილი…
ქალების გულისცემა მამაკაცების გულისცემაზე სწრაფია.
ქალებს გემოვნების ორგანო, მამაკაცებთან შედარებით უფრო განვითარებული აქვთ.
ინგლისში ქალს, თავის სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 111 ზურგჩანთა აქვს.