სანამ მსახიობი გახდებოდა რობინ უილიამსი ქუჩის მიმი გახლდათ.
1974 წელს, როდესაც როლზე სინჯავდნენ, „მორკი და მინდის“ რეჟისორმა ჰარი მარშალმა სთხოვა, სკამზე დამჯდარიყო. რობინი მაშინვე თავით დაერჭო სკამზე და… მარშალმა ყოველგვარი სასინჯი გადაღების გარეშე აიყვანა, თან, განაცხადა კიდეც, რომ უილიამსი იყო ერთადერთი უცხოპლანეტელი, რომელსაც ოდესმე შეხვედრია.
ანიმაციურ ფილმ „ალადინში“ ჯინის გახმოვანებისთვის რობინ უილიამსს მხოლოდ 75 000 დოლარი გადაუხადეს 200-მილიონიანი შემოსავლიდან და მადლობის გამოსახატავად პიკასოს ნახატი აჩუქეს.
მსახიობი რობინ უილიამსი 5-ჯერ იყო ერაყში, ავღანეთში კი 6-ჯერ – ჯარისკაცების გასართობად.
რობინს ისე უყვარდა ვიდეოთამაშები, რომ, „ზელდას ლეგენდების“ მიხედვით, თავის ქალიშვილს პრინცესას სახელი – ზელდა დაარქვა.
რობინ უილიამსი ბოლო დროს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა, იხუმრა: საავადმყოფო სპეციალურად ავირჩიე მეღვინეობის ოლქში – სათადარიგო ვარიანტი აქვეაო.
ავტორი