ბაცაცებს “კულტურულად” კლეპტომანებს ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე არც ისე უწყინარ ქურდობებს ეხება. ვარსკვლავთა “ქურდულ” სამეულში კი სულ ქალები აღმოჩნდნენ.
უცოდველსახიანმა უაინონა რაიდერმა სულ 124 ათასი დოლარის ძვირფასეულობა და 5 ათასი დოლარის ტანსაცმელი მოიპარა.
მეორე ადგილზეა “ყაჩაღი” ლინდსი ლოჰანი. მან 2.500 დოლარის ძვირფასეულობა, 25 ათასის სუნამოები და 35-ათასიანი საათი “როლექსი” აწაპნა.
მესამეზე კი “გულმავიწყი” მილიარდერი პერის ჰილტონია, რომლის “მონაპოვარი” სულ რაღაც 60-ათასდოლარიანი გულსაკიდია.