“რძის გველი” – აბსოლუტურად უსაფრთხოა, ხშირად ერევათ შხამიან მარჯნის ასპიტში, რადგან ძალიან გვანან ერთმანეთს. თუ გველს შავი ზოლების გვერდით ყვითელი ზოლი დასდებს თქვენ საფრთხე გემუქრებათ, მაგრამ თუ თეთრი ზოლი აქვს ესე იგი რძის გველია და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
შიშველი თხუნელა – ერთ-ერთი ყველაზე ზიზღისმომგვრელი არსება დედამიწის ზურგზე. იგი ძირითადად სიცოცხლეს მიწისქვეშ ატარებს და თუ ზემოთ ამოვიდა ბრმაა და მაინც ვერაფერს დაინახავს.
ტარანტულა – ყველაზე დიდი ობობაა მსოფლიოში და მისი ბევრს ეშინია, თუმცა საერთოდ არაა აგრესიული ადამიანის მიმართ და თუ მაინც გიკბინათ, მისი ნაკბენი ბზიკის ნაკბენზე უფრო სუსტია. რა თქმა უნდა არსებობენ შხამიანი ობობები, რომელთა ზომა 1-2 სანტიმეტრს არ აღემატება და მათი ნაკბენი ძალზე სახიფათოა, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში.
ღამურა – ბევრს ეშინია მისი, ცნობილი არიან თავიანთი ბასრი ეშვებით, თუმცა ადამიანს თითქმის ან საერთოდ არ ესხმიან თავს. რაც შეეხება სისხლისწოვას, ეს საერთოდ გამორიცხულია. ღამურები უპირატესობას წვრილფეხა პირუტყვს ანიჭებენ.
ორბი – თუ გვამი არ ხართ ამ ულამაზესი მტაცებელი ფრინველის, რომელიც შევარდნისნაირთა რიგს მიეკუთვნება, საერთოდ არ უნდა შეგეშინდეთ.
ხოჭო – ატლასი ან კავკასიური ხოჭო – ბევრს გინახავთ ეს უზარმაზარი ხოჭო. ის არ იკბინება. რაც შეეხება მის რქასა და ყბასახსრებს, სხვა ხოჭოსთან ბრძოლისთვის იყენებს.
გიგანტური აფრიკული მრავალფეხა – ეს არსება სიგრძეში 38.5 სმ-ს აღწევს და ერთ-ერთ უდიდეს მრავალფეხად ითვლება მსოფლიოში. ამ სახეობის წარმომადგენელი არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის. პირიქით, ის ხშირად შინაური ცხოველის ამპლუაშიც გვხვდება.
განგის გავიალი – გარეგნულად შიშისმომგვრელია, ის ხომ ნიანგისა და ალიგატორის ასლია, თუმცა ადამიანისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო, მისი რაციონი თევზი და ბაყაყებია. ის იშვიათად გამოდის წყლიდან: ძირითადად, მხოლოდ კვერცხის დადების მიზნით.