ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მეოთხე დღეა მოსახლეობა წყალის მოსვლას ელოდება.
“როგორც იქნა, მოგვარდა წყლის პრობლემა ჩვენს სოფელში და ახლა ოთხი დღეა წყალი არ მოსულა. “ბანჩოკებით“ მოგვაქვს წყალი ხან მეზობელი სოფლიდან და ხან კიდევ რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდან. მივმართეთ სოფლის ხელმძღვანელობას და ხვალისთვის იქნებაო, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ კიდევ ორი დღე არ გვექნება წყალი და იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ სიმართლე.“ _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს სოფელ ჯუმათის ერთ-ერთი მცხოვრები.
სოფელ ჯუმათში ერთ-ერთი დამსვენებელი “გურია ნიუსთან“ სატელეფონოს საუბრის დროს ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ნამდვილად არ უნდა იყოს წყლის პრობლემა.
შპს “სატისის“ დირექტორის, დათო ცერცვაძის თქმით, წყალსაცავ ნაგებობაზე მოხდა დაზიანება და ახლა მიდის აღდგენითი სამუშაოები. მისი თქმით, მოსახლეობას წყალის მიწოდება ორ დღეში აღუდგება.