,,მოკლედ, სიტუაცია ასეთია:
ევროკავშირს არ უნდა ხელისუფლების თავგასულობის გამო ქართველი ხალხი დაისაჯოს, ამიტომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისგან ჯერ თავს იკავებს, არჩევს კონკრეტული მაღალჩინოსნები დაასანქციროს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ჭირდება კონსენსუსი, შესაბამისად მას ბლოკავს კობახიძის ძმაკაცი, ორბანი (რომელიც ადრე ღარიბას ძმაკაცი იყო, მანამდე კიდევ მიშას და სულ არის პუტინის).
უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს მას მერე დავუბრუნდებით, თუ მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე ორბანის თანხმობას ისევ ვერ მივაღწიეთო, რადგან ამ გადაწყვეტილებას აღარ სჭირდება კონსესუსი.
ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად არის ორბანზე დამოკიდებული: დათანხმდება ის თავისი ძმაკაცების დასანქცირებას, არ შეგვიჩერებენ, თუ არ დათანხმდება, მერე ევროკავშირი “ოცნებას” 31 აგვისტომდე მისცემს ვადას, ქევყანა დემოკრატიზაციის გზაზე დააბრუნოს და თუ არ იზამენ, მერე უვიზოს გაგვიჩერებენ.“ _ წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.
































































