ნორვეგიის უზენაესი სასამართლო მასობრივი მკვლელის ბრეივიკის საქმეს ადამიანის უფლებების შესახებ არ განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნორვეგიის უზენაეს სასამართლოში ბრეივიკი ციხის პირობებს აპროტესტებს.
მაუწყებლის ცნობით, ბრეივიკი უზენაეს სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს მიერ მარტში გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც, ის სამოთახიან საკანში არა ადამიანურ პირობებში არ იმყოფება.
ამავე თემაზე: