ოზურგეთის მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ბესიკ მელუამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა მესამე ინსტაციაში ანუ უზენაეს სასამართლოში მოუგო.
ბესო მელუა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, დააბრუნოს თანამდებობაზე.
“უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყველა ქვედა ინტანციის გადაწყვეტილებები, კომპენსაციის ნაწილში სრულად. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, დამაბრუნოს სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის ადმინისტრაციული სამსახურის პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ჩაგვბარდება ორივე მხარეს”, _ გვითხრა ბესიკ მელუამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კომენტარს “გურია ნიუსი“ ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ.