დღეს, უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე უნდა იმსჯელოს. სხდომის დაწყების ზუსტი დრო უცნობია, ვინაიდან მოსამართლეთა დიდი პალატა საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო მიიღებს საბოლოოა და ქვეყნის მასშტაბით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
დიდ პალატაში უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე შედის, რომელთაგან ორის აცილება რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უკვე მოითხოვეს – საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე და ასევე მოსამართლე მზია თოდუაზე, რომელიც არჩევნების დროს პარტია ქართული ოცნების შემწირველია.
პარალელურად უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია იგეგმება, რომელშიც ტელეკომპანიის თანამშრომლები და არხის სახეებიც მიიღებენ მონაწილეობას. ადგილზე უკვე მობილიზებულია პოლიცია.