ნატო-ს წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ უკრაინა გამოიყენებს თავის თავდაცვის უფლებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, შეჭრილიყო სხვა ქვეყანაში. ჩვენს სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა გამოიყენებს თავის უფლებას რუსების ამ თავდასხმისგან თავის დასაცავად. სწორედ ახლა რუსეთის ლიდერები და პუტინი ავლენენ განსაკუთრებით საშიშ ბირთვულ რიტორიკას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებულები არ არიან. მისი გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტის ხასიათი შეიცვლება“, – თქვა სტოლტენბერგმა.