სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში 15 ვეტერინარული ობიექტი შეამოწმა, რომელთაგან 5 დაჯარიმდა.
სახელმწიფო კონტროლის გავლა ოზურგეთში მდებარე 4-მა და ლანჩხუთში მდებარე 1-მა ობიექტმა ვერ შეძლო.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსების გამო 1000-1000 ლარით დაჯარიმდა ოზურგეთში, ერისთავის ქუჩა #8-ში, გურიის ქუჩის #35-ში, აღმაშენებლის #1-ში და ლანჩხუთში, ჟორდანიას 109 ნომერში მდებარე ვეტაფთიაქები.
ცხოველის ვადაგასული საკვების ბაზარზე განთავსების გამო კი ოზურგეთში, გურიის #35-ში მდებარე აფთიაქი 200 ლარით დააჯარიმეს.
ცნობისთვის, წელს აჭარის, შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა, მათგან 52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა.