ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთის იზოლირებას, დიდ ბრიტანეთში მომხდარი ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის შემდეგ არ ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობებს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისთვის, რადგან ის ჩვენი მეზობელია და არსად წავა. ჩვენი მიზანი რუსეთის გარიყვა არ არის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით, ყირიმის ანექსიით, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევით, სირიის პრეზიდენტის, ბაშალ ალ-ასადის მხარდაჭერით და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევით.
„ეს იყო მიზეზი, რის გამოც ნატო-მ და მისმა პარტნიორებმა სალისბურში მომხდარ თავდასხმის შემდეგ რეაგირება მოახდინეს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა“,_განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს, მოსკოვი კი დიდ ბრიტანეთს ანტირუსული ისტერიის გამწვავებაში სდებს ბრალს.