მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერეს ეხმიანება, რომლზეც სავარაუდოდ მასსა და ბიძამისს, თემურ ალასანიას შორის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.
“ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს..მართლა გონია,რომ მსგავსი გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხაალხს? ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს, ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება”, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ვებგვერდზე, რომელსაც უკრანული დომენი აქვს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი.