რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები სსაპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან თითქმის 20%-იანი სხვაობით დამარცხდა.
ნაციონალური მოძრაობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ზაალ უდუმაშვილის თქმით, რომ რუსთაველზე არჩევნების გასაპროტესტებლად ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
„ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.