სოციალურ ქსელში მაგდა მამუკაშვილი აქვეყნებს პოსტს, რომელიც პირველკლასელთა სახელმძღვანელოებს ეხება.
“ვაიმე ხალხო, პირველ კლასელის წიგნებს ჩავხედე და გული გამისკდა. ფოტოებს გიზიარებთ და აქვე ჩამოგითვლით, რა არ მომწონს:
1. საოჯახო საქმეებით სულ ქალია დაკავებული
2. ლეპტოპთან სულ კაცი ზის.
3. დასვენებით მხოლოდ კაცი ისვენებს.
4. მასწავლებელი მხოლოდ ქალია.
5. საყიდლებზე ქალი დადის.
6. ბავშვის ეტლით ქალი მოძრაობს.
7. ბავშვის აკადემიური მოსწრებით დედა ინტერესდება.
8. ბავშვი სკოლაში დედას მიჰყავს და დედა აკითხავს.
9. გოგო კიბეზე ყოველთვის ბიჭზე ქვემოთაა.
10. გოგოს ძირითადად ბიჭზე ნაკლები ფული აქვს.
ვინმე მეტყვის, რომ ეს გენდერულ სტერეოტიპებს არ აყალიბებს და არ ამყარებს პირველივე კლასიდან?!
გაგიჟება შეიძლება, მშობლები რატომ ვდუმვართ?!
პირიქით რომ დახატოო, მართმადიდებელ მშობელთა კავშირი გააპროტესტებს, კაცს კაცის სახეს უკარგავთო. და ეს კაცის სახე, ინდიფერენტული, უშინაარსო და მოზარმაცო როა, ეს მოგვწონს?! ან ეს კავშირი რატომ განსაზღვრას, ჩვენი შვილები რას იწავლიან? ვინ არიან და საიდან მოვიდნენ?! მავნებლები!”_ წერს მამუკაშვილი.