რაფაელი შევიდა სამიკიტნოში სავახშმოდ. მან დაიკავა ადგილი ფანჯარასთან.
სამიკიტნოს მახლობლად იჯდა ქალი, რომელიც ჩვილ ბავშვს უმღეროდა. ქალის გვერდით უფროსი ვაჟი იდგა. პოეტური იყო მათი სურათი.
რაფაელს სურვილი დაებადა ქალი დაეხატა, მაგრამ ხელთ არ ჰქონდა არც ტილო და არც მოლბერტი. მის მახლობლად იდგა კასრი. კასრის მრგვალ სახურავზე რაფაელმა დახატა ქალი ჩვილითა და უფროსი ვაჟით.
მხატვარმა ეს სურათი მიკიტანს მცირე ვახშმის საფასურად მისცა.
ამჟამად ეს ნახატი ფლორენციის პიტის სასახლეში ინახება და ცნობილია “მადონა დელა სედიას” სახელით.
ავტორი