შინაგან საქმეთა მინისტრმა გმირთა მოედანზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ბოლო 5 დღეში რუსეთიდან საქართველოში 250 ათასი ადამიანი შემოვიდა, არასწორია.
„ტყუილია, ამდენი არ შემოსულა. საიდან მოგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი [დღიურად] და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე. სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ციფრები. დაახლოებით 60% საქართველოდან გადის“, – განაცხადა მინისტრმა.