ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
რჩეულიშვილი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ვახტანგ რჩეულიშვილი იყო საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი 1992-2003 წლებში, მათ შორის 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე.